2013-04-25
შეხვედრა კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორთან
25 აპრილს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი ეწვევა. გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკურსით "მისია 2013". კომპანიის წარმომადგენელი პრეზენტაციას ჩაატარებს და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზი « იხ. ყველა ანონსი