2012-11-10

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია “სერგი ჟღენტი - 100”

10 ნოემბერს,  11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია გამოჩენილი ქართველოლოგის, ქართული საენათმეცნიერო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართველურ ენათა ფონეტიკის მკვლევრისა და უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის დამაარსებლის, პროფესორ სერგი ჟღენტის დაბადებიდან მე-100 წლისთავს ეძღვნება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ: 1, თსუ I  კორპუსი, 206-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი