2015-09-24

ინოვაციურ პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა

24 სექტემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების  დაცვის  სამინისტროს  სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინოვაციურ პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა და  დემო-ვერსიის ჩვენება მოეწყობა. პროექტის მიზანია საქართველოს ლანდშაფტის, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაცია.

პროექტი გულისხმობს Google Chrome Extension-ის შექმნას, რომელიც ყოველი ახალი ტაბის (New Tab) გახსნისას, თქვენ მიერ გადაღებული ფოტოს მეშვეობით საქართველოს ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას გააცნობს საზოგადოებას. ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიონალი და/ან მოყვარული ფოტოგრაფების მაქსიმალური ჩართულობა.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ  შემდეგ ბმულზე

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107 აუდიტორია





« იხ. ყველა ანონსი