2015-04-16

ვოიჩეკ გორეცკის წიგნის „აფხაზეთი“ პრეზენტაცია

16 აპრილს  16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონელი ჟურნალისტის ვოიჩეკ გორეცკის წიგნის „აფხაზეთი“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისსძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  პოლონეთის ელჩი საქართველოში  ანჟეი  ჩიეშკოვსკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება სემინარი თემაზე: „აფხაზეთის საკითხი-წარსული და მომავალი“.  

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო.  

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი 321-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი