2013-03-22

სოლომონ ქურდიანის ხსოვნის საღამო თსუ-ში

22 მარტს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ბოტანიკის კათედრის პირველი გამგის, დენდროლოგისა და ეკოლოგის, 1937 წელს რეპრესირებული პროფესორის სოლომონ ქურდიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, მოწვეული სტუმრები,  სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.   
საღამოზე რევაზ გამცემლიძისა და მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „სოლომონის ბაღის“ პრეზენტაცია შედგება.
პროფესორ სოლომონ ქურდიანის კვლევები, ნაშრომები და პრაქტიკული საქმიანობა  ტყის დაცვის, გაშენებისა და ტყით სარგებლობის საკითხებს ეძღვნებოდა. მისი ეკოლოგიური მიდგომა და ექსპერიმენტით დადასტურებული დასკვნები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე ეს წინა საუკუნის ოცდაათიან წლებში იყო. სოლომონ ქურდიანის სიცოცხლე  საქართველოს ტყეების გადარჩენისათვის ბრძოლას შეეწირა. მის  შრომებს კარგად იცნობენ და აფასებენ საზღვარგარეთ და არ იცნობენ სამშობლოში.  
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზი 
« იხ. ყველა ანონსი