2019-11-04

კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესი

4 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი  და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით კავკასიოლოგთა V საერთაშორისო  კონგრესი გაიხსნება. კონგრესის თემააა; საქართველო  კავკასიის კულტურულ-ცივილიზაციურ  კონტექსტში  (ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივები).

კონგრესის მიზანია, გამოკვეთოს საქართველოს როლი კავკასიის რეგიონის კულტურულ-ცივილიზაციური კონტექსტის ისტორიულ ჭრილში; განსაზღვროს კავკასიის რეგიონის წინაშე არსებული ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები; შეიმუშაოს  გამოწვევათა გადასაჭრელად გასატარებელი აქტივობების სამეცნიერო საფუძვლები; გამოკვეთოს კავკასიის  ინტეგრაციის პერსპექტივა რეგიონალიზაციისა და გლობალიზაციის კონტექსტში; განსაზღვროს კავკასიის ლინგვოკულტურული და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობები. 

კონგრესი რეგულარულად იმართება სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში და მისი ორგანიზატორია თსუ-ა. კონგრესში მონაწილეობენ მეცნიერი კავკასიოლოგები საერთაშორისო კავკასიოლოგიური ცენტრებიდან, მათ შორის აღსანიშნავია ჩრდილოკავკასიელი მეცნიერების მონაწილეობა კონგრესში. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ N1, თსუ 1კორპ. სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი