2018-05-07

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი გრძელდება. 7 მაისს, 15.00 საათზე თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს წაუკითხავენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს თსუ პროფესორები ზურაბ აბრამიშვილი „თამაშთა თეორია“ და თორნიკე ქადეიშვილი „მათემატიკა ყველგან“.

ლექციათა ციკლი თსუ-ში ერთი თვის მანძლზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე, 26 მაისამდე გაგრძელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყნის დამოუკიდებლობის და განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს გააცნობენ.

მისამართი: ზანდუკელის ქ.16, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)

« იხ. ყველა ანონსი