2020-06-22

„დისტანციური სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები პროფესიულ განათლებაში“

22 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და თსუ პროფესიული განათლების ცენტრი, პროფესიული განათლების ცენტრთან - „Ida-Virumaa kutsehariduskeskus” (ესტონეთი) ერთად გამართავენ ვებინარს თემაზე: „დისტანციური სწავლების შესაძლებლობები და გამოწვევები პროფესიულ განათლებაში“, სადაც ესტონელები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ვებინარის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს.

ვებინარს წარუძღვება თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე.

სამუშაო ენა ინგლისური.
 
შეხვედრა გაიმართება ZOOM პლატფორმის გამოყენებით.



« იხ. ყველა ანონსი