2015-03-17

ლიტერატურული პროექტის „შეხვედრის საბა-ბი“ პრეზენტაცია თსუ-ში

17 მარტს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პროექტის „შეხვედრის საბა-ბი“ პრეზენტაცია გაიმართება. ლიტერატურული პრემია „საბა“-სა და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"-ს ერთობლივი პროექტი გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში „საბას“ ლაურეატების საჯარო ლექციებისა და მასტერ კლასების ციკლს. პრეზენტაცია რატი ამაღლობელის საჯარო ლექციით „ პოეზია, როგორც თავისუფლებაში ვარჯიში“ გაიხსნება.

ელექტრონული წიგნების სახლი, რომელიც აერთიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ მრავალფეროვან ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფასდაკლების ვაუჩერებს აწესებს და სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს: ყველა შემოქმედებითად მოტივირებულ სტუდენტს საშუალება ექნება დარეგისტრირდეს ელ.გამომცემლად, განათავსოს და გაყიდოს თავისი ნაწარმოებები saba.com.ge-ზე, რომელსაც ამჟამად 70 000 მდე მომხმარებელი ჰყავს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კულტურის არხი „არტარეა“, რომელიც საკუთარი გადაცემების პრეზენტაციას გამართავს, მოსულ სტუმრებს კი, საჩუქრად კულტურასა და ხელოვნებაზე გამოცემული ჟურნალი - “თიბისი” გადაეცემათ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი