2011-04-14

წიგნების გამოფენა-გაყიდვა ლიტერატურის ინსტიტუტში

14 აპრილს, 14.00 საათზე დედა ენის დღესთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი აკადემიური წიგნის მოყვარულთ ეპატიჟება ინსტიტუტის გამომცემლობის 2010 წლის პროდუქციის პრეზენტაციასა და გამოფენა-გაყიდვაზე. საგანგებოდ ამ დღისთვის ყველა წიგნსა თუ პერიოდულ გამოცემაზე ცხადდება ფასდაკლება.

წარმოდგენილი იქნება შემდეგი გამოცემები:
  1. აკაკი წერეთლის აკადემიური ოცტომეული, ტომი I;
  2. "ლიტერატურული ძიებანი" (ყოველწლიური სამეცნიერო კრებული);
  3. "სჯანი" (ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში);
  4. "კრიტიკა" (მიმდინარე სალიტერატურო პროცესების შემსწავლელი ყოველწლიური ჟურნალი);
  5. "გალაკტიონოლოგი" (მეხუთე სამეცნიერო-სალიტერატურო კრებული);
  6. "სულხან-საბა ორბელიანი_350" (საიუბილეო სამეცნიერო კრებული);
  7. "ლიტერატურის თეორია. თანამედროვე კონცეფციები და მიმდინარეობანი";
  8. "ლიტერატურის თეორია. ქრესტომათია", წიგნი II;
  9. აკაკი წერეთელი, "უცნობი პუბლიცისტიკა";
  10. "ქართული ლიტერატურა მოდერნიზმისა და რეალიზმის მიჯნაზე" (ნიკო ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჯავახიშვილის  დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული);
  11. "ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი" (საერთაშორისო სომპოზიუმის მოხსენებათა კრებული):
  12. რუსუდან ცანავა, "მეტაფორა";
  13. თამარ ბარბაქაძე, "ლირიკის ჟანრები".
მისამართი: კოსტავას ქ. 5, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, სხდომათა დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი