2013-05-29

მამია ახობაძის ნამუშევრების გამოფენა თსუ-ში

29 მაისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის, მხატვარ მამია ახობაძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა  გაიმართება.
გამოფენაზე მხატვრის 11 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის პორტრეტი, რომელსაც მხატვრის ოჯახი თსუ მუზეუმს საჩუქრად გადასცემს. 
მამია ახობაძე 1967 წლიდან 2005 წლამდე თსუ ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე მოღვაწეობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თსუ მეორად პროფესიათა ფაკულტეტს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, III სართული, საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი