2011-09-24

საერთაშორისო კონფერენცია - “უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა”

20  სექტემბერს,  10:00 საათზე  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია  - “უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა” გაიხსნება.

კონფერენციის მიზანია, საშუალება მისცეს უცხოეთის ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევით დაინტერესებულ მეცნიერებს წარმოადგინონ თავიანთი მუშაობის შედეგები და სიახლეები სხვადასხვა კვლევითი სფეროების მიხედვით.

   კონფერენციის ძირითადი  სამუშაო თემატიკაა:

  • უცხოეთის ქართული მონასტრები;
  • ისტორიული ქართული ტერიტორიები საქართველოს საზღვრებს გარეთ (კულტურული მემკვიდრეობა);
  • ცხოეთის ქართული ხელნაწერი და საარქივო მემკვიდრეობა;
  • ცხოეთის  სხვა ქართული სიძველეები.

 იხილეთ კონფერენციის მოსაწვევი და პროგრამა:
« იხ. ყველა ანონსი