2016-09-19

NASA-ს მთავარი ინჟინრის საჯარო ლექცია თსუ-ში

19 სექტემბერს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში NASA-ს მთავარი ინჟინერი ტრიშა მაკი საჯარო ლექციას წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემაა: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მნიშვნელობა განათლებაში: ეკონომიკა, ახალგაზრდების განათლება და ტურიზმი.

ტრიშა მაკი აღიზარდა როჩესტერ ჰილსში, მიჩიგანში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი საჰაერო ინჟინერიის მეცნიერის მიმართულებით მიჩიგანის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ ის დაიქირავა ნასამ მუდმივი სამსახურისთვის. ნასაში 14 წლის მუშაობის შემდეგ, ტრიშა გახდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სატრანსპორტო აქტივობების „კოსმოსური სვლების“ ჯგუფის ლიდერი. ტრიშა ატრენინგებს ასტრონავტებს თუ როგორ უნდა იმოქმედონ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ და აგრეთვე აკონტროლებს ასტრონავტების ფრენას კოსმოსში. მისი მუშაობა უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წარმატებისათვის.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: ი. ჭავჭავაზის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი