2010-11-05

შეხვედრა თემაზე - `მოსამართლის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში”

5 ნოემბერს 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე - `მოსამართლის როლი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში”.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები; თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

შეხვედრა გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში

(ჭავჭავაძის გამზირი №3, II კორპუსი, I სართული).
« იხ. ყველა ანონსი