2015-12-28

დებატების ჩემპიონატი

28 დეკემბერს, 14:00 საათზე თბილისის უნივერსიტეტებს შორის დებატების ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები გუნდი „უნივერსიტეტი“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. დებატების თემა: „თბილისში მოხალისეობის განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი“.

ფინალურ დებატს დაესწრება ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

მისამართი:რუსთაველის გამზ.6, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე


« იხ. ყველა ანონსი