2015-09-24

ველინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ ესტატე ხმალაძის ლექციების ციკლი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

ველინგტონის უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) პროფესორი ესტატე ხმალაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხავს ლექციების ციკლს თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემებზე.

24 სექტემბერი, 14:00 საათი-საბაზრო ეკონომიკაში მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილებების წინასწარ განსაზღვრის მეთოდები

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მაღლივი კორპუსი, 1102-ე აუდიტორია

25 სექტემბერი, 15:00 საათი-შემთხვევითი ფასების ფორმირების მექანიზმი

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ მაღლივი კორპუსი, 209-ე აუდიტორია

ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე. ყოველი ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.


« იხ. ყველა ანონსი