2019-03-20
21 მარტი დაუნის სინდრომის დღე
21 მარტს, 15:30 საათზე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ფაკულტეტის ღია კარის დღეზე მოსულ აბიტურიენტებს შეეძლებათ მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის დღის ძირითად სლოგანს : "არავინ დატოვო მიღმა".
ფაკულტეტის სტუდენტები და პედაგოგები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ ინფორმაციას დაუნის სინდრომის დღის შესახებ და თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მსოფლიოში.
მისამართი:
ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ მესამე
კორპუსის
ეზო.
« იხ. ყველა ანონსი