2015-07-14
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია
14 ივლისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ განკუთვნილია როგორც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალი დაეხმარება სტუდენტებს სამეცნიერო–კვლევითი უნარების დაუფლებაში და საშუალებას მისცემს საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.
ჟურნალი ორენოვანია და გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოიცემა.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №107
« იხ. ყველა ანონსი