2015-12-04

წიგნის „ქართველი მზვერავები საიდუმლო მისიით“ პრეზენტაცია

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიოზ ჩუბინიძის წიგნის „ქართველი მზვერავები საიდუმლო მისიით“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი გამოიცა დანაშაულების კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელშეწყობით.

პრეზენტაცია ემსახურება თსუ-ის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინფორმირებას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი