2018-12-20
სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის"
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის". ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
კონფერენციაზე წაიკითხავენ მოხსენებებს: "ისრაელი - 70, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მოკლე ისტორიული მიმოხილვა"; "ქართულ-ებრაული თემის დღევანდელობა"; "ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ძირითადი მიმართულებები"; "ისრაელის სამხედრო კონცეფცია ჟაბოტინსკიდან დღევანდლამდე".

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.