2017-10-24

მხატვარ-მოქანდაკის გიორგი ჩალაძის პერსონალური გამოფენა

24 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მხატვარ-მოქანდაკის გიორგი ჩალაძის პერსონალური ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გიორგი ჩალაძე საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის (მიღწევებისათვის ხელოვნებაში), იაკობ გოგებაშვილის მედლის (მიღწევებისათვის პედაგოგიკაში), საქართველო-უკრაინის მეგობრობის მედლისა (გამოჩენილ უკრაინელ პოეტ შევჩენკოს პორტრეტისათვის) და სხვა ჯილდოების კავალერია. მის შემოქმედებას ეძღვნება მრავალი სახელოვნებათმცოდნეო გამოცემა და კატალოგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მის მიერ შექმნილი ქანდაკებები დგას საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო მისი ფერწერული ნამუშევრები ინახება არაერთ სამხატვრო ფონდში, მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში.

გამოფენა 27 ოქტემბრამდე გაგრძელდება

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, საგამოფენო დარბაზი (მე-3 სართული)


« იხ. ყველა ანონსი