2012-06-04

მზრუნველობამოკლებული მოხუცების მხარდასაჭერი აქცია თსუ-ში

4 ივნისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ევროპის დღეების” დახურვასთან დაკავშირებით რობერ შუმანის ევროპულ სასწავლებელთან ერთობლივი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.

2012 წელი ევროკავშირმა “აქტიური დაბერების წლად” გამოაცხადა”. აქცია  მზრუნველობამოკლებული მოხუცების მხარდასაჭერად მოეწყობა, რომელსაც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შემოწირულობისა და ნახატების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით მზრუნველობამოკლებული მოხუცებისათვის მოეწყობა ექსკურსია ქალაქგარეთ.
აქციაზე თსუ-ს წარმოადგენს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ეკოლოგიის მიმართულების ქართულ-ფრანგული ჯგუფი Ecologica.
აქციას მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტირებული საფრანგეთის საელჩო.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი