2013-07-08
TEMPUS-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია
8 ივლისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის
TEMPUS–ის პროგრამის ფარგლებში 2007-2013 წლებში განხორციელებული პროექტების -
“საბაკალავრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში” და
“სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში ქართულ და სომხურ უნივერსიტეტებში” - შემაჯამებელი, დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის და სომხეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტები მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელების გზით. მათი განხორციელების შედეგად საქართველოსა და სომხეთის ხუთ წამყვან უნივერსიტეტში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს, როგორც საბაკალავრო ასევე სამაგისტრო პროგრამები გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში.
ღონისძიებაზე დაგეგმილია გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების პირველი კურსდამთავრებულებისათვის სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია. კურსდამთავრებულებს სიგელებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი გადასცემს.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან პარტნიორი უნივერსიტეტების, საელჩოების, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და პროექტის ინდუსტრიული პარნტიორების წარმომადგენლები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი