2014-05-31
"ქართული დიალექტური კორპუსის ლიტერატურული საკითხავები" - პრეზენტაცია
31 მაისს, 15.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, "ექსპო ჯორჯიას" მთავარ სცენაზე გამართავს ელექტრონული კორპუსის "ქართული დიალექტური კორპუსის ლიტერატურული საკითხავები" პრეზენტაციას. პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პრეზენტაციაზე დამსწრეები გაეცნობიან ქართულ დიალექტურ კორპუსს, ნახავენ და მოისმენენ ზეპირ ისტორიებს თუ ფოლკლორული ტექსტების ავთენტურ ვარიანტებს, თანამედროვე ქართველი მწერლების და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მოყოლილ ლიტერატურულ ვარიაციებს.
დიალექტური კორპუსის ისტორიების ლიტერატურულ-სუბიექტურ ვარიაციებს წარმოადგენენ: პოეტი და მთარგმნელი სალომე ბენიძე, ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე, მწერალი და მეცნიერი გიორგი ცოცანიძე, მწერალი ზაალ ჩხეიძე, პოეტი და მსახიობი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, პოეტი პაატა შამუგია.
მისამართი: წერეთლის გამზ. 118, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი
« იხ. ყველა ანონსი