2010-03-17
თსუ-ის და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლობის მემორანდუმი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის
18 მარტს, 15:30 საათზე ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიხედვით 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრაქტიკული კურსების გავლა გახდება შესაძლებელი. ბიუროში სტაჟირება სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და თეორიული ცოდნის პრაქტიკული განხორციელების გზები შეისწავლონ.
თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ბაჩანა შენგელია მოაწერენ ხელს.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად, თსუ-ს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის 2009 წლის 6 აპრილს პირველი გაფორმებული მემორანდუმის შედეგებზეც ისაუბრებენ. 2008-2009 სასწავლო წლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში კლინიკის ფარგლებში პრაქტიკა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების ორმა ნაკადმა გაიარა. საერთო ჯამში პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი დაეუფლა, აქედან 4 წარმატებული სტაჟიორი 2009 წელს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღმასრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, III სართული, რუმინეთის აუდიტორია №332.
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge