2020-02-10

აკადემიკოს თენგიზ სანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

10 თებერვალს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში აკადემიკოს თენგიზ სანაძის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი საღამო გაიმართება.
იგი სამართლიანად ითვლება მსოფლიოში ცნობილი მაგნიტური რეზონანსის ქართული სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. თენგიზ სანაძის მიერ დაწყებული კვლევები ეპრ სპექტროსკოპიაში კვალავაც გრძელდება უნივერსიტეტში და მიმართულია დღეისათვის მეტად აქტუალური ნივთიერებების: მაღალტემპერატურული ზაგამტარების, მულტიფეროიკების, დაბალგანზომილებიანი მასალების შესასწავლად.  ამჟამად კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს აკადემიკოს თენგიზ სანაძის სახელს. 

 მისამართი:თსუ პირველ კორპუსი, აუდიტორია #214.
« იხ. ყველა ანონსი