2011-11-29

ბურკჰარდ ნისერტი: „კონსტიტუცია ერთი მსოფლიოსათვის“

28 და 29 ნოემბერს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს სტუმრად ეწვევა გერმანული „მიუტცე კორშის საადვოკატო ბიუროს“ იურისტი ბურკჰარდ ნისერტი. 28 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00 საათზე იურიდიული ფაკულტეტის საერთო მიმართულების ბიბლიოთეკაში (I სართ.) ბატონი ნისერტი წაიკითხავს საჯარო ლექციას სახელწოდებით „კონსტიტუცია ერთი მსოფლიოსათვის“. შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

29 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე იურიდიული ფაკულტეტის საერთო მიმართულების ბიბლიოთეკაში (I სართ.) გაიმართება მისი წიგნის „Gerichtigkeit Verfassung für die Eine Welt“ პირველი საჯარო პრეზენტაცია. შეხვედრისას წარმოდგენილი იქნება აღნიშნული ნაშრომის ინგლისურენოვანი თარგმანიც. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა ანონსი