2019-04-16
„ბურჯი ეროვნებისა“ - გამოფენა თსუ-ში
16 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი (გვიანი შუა საუკუნეები). მნახველთა განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს 1978 წელს მისაღები, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები. მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.
გამოფენის ორგანიზატორია თსუ ბიბლიოთეკა. ღონისძიება, რომელიც 22 აპრილამდე გასტანს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში იმართება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი.