2015-06-12
საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
12 ივნისს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს. საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება.
ღონისძიებაზე თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ესეების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სპეციალური სიგელებით დააჯილდოვებს. ესეების კონკურსი თემაზე „განათლების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში - ძირითადი გამოწვევები და მათი მოგვარების გზები“ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართება თემატური სოციალური რგოლის პრეზენტაცია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ შშმ პირთა მიერ დამზადებული ნაკეთობები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი