2016-12-24

კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“

24 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეთა კონკურსის „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ დასკვნითი ტური გაიმართება.

კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა და თსუ ეკო კლუბის ორგანიზებით ხორციელდება. კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების  ჭრის შეჩერება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი  

« იხ. ყველა ანონსი