2011-12-09

თსუ იურიდიული ფაკულტეტის და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა

9 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლებსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლებთან  შეხვედრა.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესორ–მასწავლებლები ისაუბრებენ სამინისტროში განხორციელებული რეფორმის თაობაზე. შეხვედრას თსუ–ის რექტორი, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამავე ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორ–მასწავლებლები დაესწრებიან.

მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი