2012-11-09

გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში

9 ნოემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს. დაგეგმილია გურამ შარაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“ დემონსტრირებაც.
დოკუმენტურ ფილმში აღწერილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის (პარიზული და ჰარვარდული ნაწილი) 1996-1997 წლებში საქართველოში დაბრუნების ისტორია.  ფილმის ავტორია გიორგი შარაძე. „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“  საქართველოს პარლამენტის დაკვეთით სტუდია „აუდიენციამ“ 1998 წელს გადაიღო.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მე-8 კორპუსი, მე-4 სართული, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი