2017-04-27

"დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე"

27 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-5 ყოველწლიური რეგიონული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომელიც აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. აღნიშნული კონფერენცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ორგანიზებული „ამერიკის დღეები 2017“-ის ერთ-ერთი ნაწილია.

კონფერენციაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სხვადასხვა აკადემიური მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი