2019-09-18

ალექსანდრე დვალის საჯარო ლექცია თემაზე "როგორ ავაწყვე ტელესკოპი?"

18 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს ასტრონომიის კლუბის და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ასტრონომიის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებლის ალექსანდრე დვალის საჯარო ლექცია თემაზე "როგორ ავაწყვე ტელესკოპი ? " 
ლექციაზე საუბარი იქნება იმაზე თუ როგორ ააწყო ალექსანდრე დვალმა ტელესკოპი საკუთარი ხელით, როგორ შეგვიძლია ჩვენც ავაწყოთ საკუთარი ტელესკოპი ჩვენით, გარდა ამისა, მიიღებთ რჩევებს და რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დასწრება თავისუფალია

მის. მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N3, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი 
« იხ. ყველა ანონსი