2015-07-05

ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზის 26-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი

5 ივლისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ფარმაცევტული და ბიოსამედიცინო ანალიზის 26-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინე ჩიტაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, აკადემიკოსები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე უცხოელი და 100 ქართველი მეცნიერ-მკვლევარი. სიმპოზიუმის პირველი სხდომა მიეძღვნება თსუ ყოფილი რექტორის, აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხსოვნას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი 78 სტენდური მოხსენება მიეძღვნება ფარმაცევტულ და ბიოსამედიცინო ანალიზის დარგში უახლეს მიღწევებს.

სიმპოზიუმზე ქართველ სტუდენტებსა დ პროფესორებს უცხოელი კოლეგები გაუზიარებენ ამ მიმართულებით არსებულ აუხლეს გამოცდილებებს.  ქართული ფარმაცევტული კომპანიების, შსს ლაბორატორიისა და ფარმაცევტული ქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ცნობილი უცხოელი მეცნიერები ჩაუტარებენ ტრენინგებს.

პირველად საერთაშორისო სიმპოზიუმის არსებობის ისტორიაში დაწესდა პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრიზი ახალგაზრდა მეცნიერისთვის, რომელსაც გამოავლენს უცხოელი მეცნიერებისგან შექმნილი კომისია.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა.
სიმპოზიუმი 6,7 და 8 ივლისს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაგრძელდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი