2012-01-27

ფრანგ ექსპორტიორთა კლუბის წევრები თსუ–ში

27 იანვარს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმსხვილეს ფრანგ ექსპორტიორთა კლუბის (ნომერ პირველთა კლუბი) წევრები ეწვევიან. დელეგაციაში კლუბის პრეზიდენტი, საფრანგეთის ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭოს ყოფილი წევრი ჟან-პიერ ჟერარი, კლუბის გენერალური მდივანი, საფრანგეთის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ყოფილი წევრი ჟაკ ორანი და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის საბჭოს წევრი მარტინა ფუმეი შედიან.
კლუბის პრეზიდენტი სტუდენტებისთვის  წაიკითხავს ლექციას ევროპული ვალუტის ევროს შექმნასა და მის ბრუნვაზე ევროკავშირის ქვეყნებში.  შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტები საქართველოს ევროპულ ოჯახში ფინანსურ–ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრებენ. ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.
უმსხვილეს ფრანგ ექსპორტიორთა კლუბი აერთიანებს ფრანგული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომელთა მიზანია ფრანგული ბიზნეს გამოცდილების მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით დანერგვა. ორგანიზაცია ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 130-ზე მეტი პროექტი განახორციელა. ამჟამად კლუბში 100–მდე ფრანგული ბიზნესკომპანიაა გაერთიანებული, რომელთა ჯამური წლიური ბრუნვა 110 მილიარდ ევროს შეადგენს.

მის: უნივერსიტეტის ქ. 2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსი, II სართული, ბიბლიოთეკა.


« იხ. ყველა ანონსი