2017-11-10

ქართულ-გერმანული სადოქტორო სემინარი

10 ნოემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სადოქტორო სემინარი გაიმართება. ღონისძიებაზე თსუ-სა და ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები ერთმანეთს გაუზიარებენ სამეცნიერო მუშაობის საკუთარ გამოცდილებას და იმსჯელებენ ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობებზე.

სამუშაო ენა ინგლისური და გერმანული.

სემინარში მონაწილეობის მსურველმა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებმა 9 ნოემბრის 18:00 საათამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ მისამართზე:economics@tsu.ge

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი