2011-05-02

პოლონური სოციოლოგია

2-5 მაისს ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპულ სწავლებათა  კავკასიის ბიუროს, პოლონეთის საელჩოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება სემინარი თემაზე პოლონური სოციოლოგია, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას თსუ–ს სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის. სემინარს გაუძღვება დოქტორი პაველ პოლავსკი (ვარშავის უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ინსტიტუტი). პროგრამა შედგება 2–3 ფაზისაგან და მოიცავს შემდეგ თემებს:
  • პოლონეთში განხორციელებული კვლევებისა და პროცესების  მაგალითები,
  • სახელმწიფო და სოციალური ცვლილებების სხვადასხვა ასპექტები რომელიც  აქტუალურია საქართველოსთვისაც,
  • მიმდინარე პროცესების შედარება  ორივე სახელმწიფოში.

პირველი ფაზა – სოციალური პრობლემების სოციოლოგია:  საზოგადოებრივი გამოწვევები და პირადი პრობლემები პოლონეთში  –  განხორციელდება 2011 წლის 2–5 მაისს და მისი თემები იქნება:

  1. სოციალური უთანასწორობა – სოციალური დიფერენიაცია და სიღარიბე; სოციალური გარიყვა – ანალიტიკური ტრადიციები,  სიღარიბის განსაზღვრასა და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები; რა არის სიღარიბე და როგორ შევაფასოთ ის; კულტურა სიღარიბის პირისპირ; ვართ თუ არა დაზღვეულნი სოციალური გარიყვისგან? დისკუსია საქარველოში გავრცელებული გარიყვის ტიპებზე.
  2. უმუშევრობა და შრომის ბაზარი, ჩრდილოვანი და არაფორმალური ეკონომიკა – თუ რატომ მოქმედებს პოლონური საზოგადოება სისტემის მიღმა?
  3. საგანმანათლებლო სისტემების რეფორმა საცხოვრებელი შესაძლებლობების პირისპირ; კარგი  განათლება  უდრის თუ არა გაუმჯობესებულ საცხოვრებებლ შესაძლებლობებს? ადამიანურ რესურსებში ჩადებული ინვესტიცია გადამეტებული  განათლების პირისპირ.
  4. სოციალური პათოლოგიები: ნარკომანია, კრიმინალი, პროსტიტუცია. სოციალური ცვლილება და სოციალური დეზორგანიზაცია.  სოციალური ცვლილება  საზოგადოების  დეზორგანიზაციას იწვევს თუ რეორგანიზაციას?

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: caucasus.studium@uw.edu.pl

« იხ. ყველა ანონსი