2011-10-25

თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის მემორანდუმი საჯარო და კერძო სკოლებთან

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლასთან მემორანდუმი გაფორმდება.

საჯარო და კერძო სკოლებს (№ 1, 6, 23, 55, 98, 161, 173, „მერმისი“, „ბაქსვუდი“ რობერ შუმანის სახ. სასწავლებელი) თსუ–ის საბავშვო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

მსგავსი მემორანდუმი უკვე გაფორმდა ქ.რუსთავის №24 საჯარო და კერძო სკოლა „მილენიუმთან“.

უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთობის ახალი ფორმა თანამშრომლობის განვითარების მეტ საშუალებას იძლევა, რასაც ისიც შეუწყობს ხელს, რომ 2011 წლის სექტემბერში, თსუ–საბავშვო უნივერსიტეტი – „Unijunior at TSU“ – სახელთ, ევროპის საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებაში – The European Childrens Universities Network (EUCU.NET) – გაწევრიანდა.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული მცირე საკონფერენციო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი