2014-12-23

მხატვარ ცირა კალანდაძის გამოფენა-პრეზენტაცია

23 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვარ ცირა კალანდაძის გამოფენა-პრეზენტაცია  “ერთი ნამუშევრის გამოფენა” გაიმართება. პრეზენტაციაზე შემოქმედი წარადგენს თავის ერთ ნამუშევარს და ისაუბრებს საკუთარ ხელოვნებაზე. ასევე გაიმართება დისკუსია მხატვარსა და დამსწრე საზოგადოებას შორის.

პროექტი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ინიციატივით ხორციელდება.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, უნივერსიტეტის I კორპუსი, მე-3 სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი