2014-05-14

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრების ვიზიტი თსუ-ში

14 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა. ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი ზლატუშკა და კომიტეტის წევრები თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი  ტომაშ პერნიცკი დაესწრება.

შეხვედრაზე ჩეხი დეპუტატები თსუ რექტორსა და  სტუდენტებს ჩეხეთში განათლებაში, კერძოდ, უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრებიან.  ჩეხი სტუმრები გაეცნობიან საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, თსუ სტუდენტთა ჩართულობას ევროპულ უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებში. შეხვედრის ბოლოს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები უპასუხებენ სტუდენტთა კითხვებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი