2015-03-24

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სემინარი თსუ-ში

24 მარტს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩიტაძე და  მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ნინო მიქანაძე გამართავენ სემინარს სტუდენტებისთვის. სემინარი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ნაწილში მეტოლოგიისა და სტანდარტიზაციის მნიშვნელობას და ამ სფეროში ევროინტეგრაციის კუთხით დაგეგმილ რეფორმებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი