2014-10-03

კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა; საქართველოს ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური; ქალაქ თბილისის მერი, თსუ პროფესორი დავით ნარმანია; ასევე, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,  პროფესორი ელენე ხარაბაძე  და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე .

კონფერენცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მუშაობაში მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერი, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენცია 3 დღეს გასტანს.


მისამართი: უნივერსიტეტის ქ.№2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი