2011-05-10

ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” საფინალო შეჯიბრი თსუ–ში

10 მაისს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის  განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” საფინალო შეჯიბრი გაიმართება. ფინალში მონაწილე 24 გუნდის წევრებმა განსაზღვრულ დროში პასუხი 20 კითხვას უნდა გასცენ. გამარჯვებულ სამ გუნდს ფულადი პრემია გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული ინტელექტუალური თამაშის წევრები 500 ლარს, მეორეზე – 400, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები კი, 300 ლარს მიიღებენ.
თვითმმართველობის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” თსუ–ში წელიწადში ორჯერ იმართება. ამ სემესტრში მონაწილეობა გუნდების უპრეცედენტოდ მაღალმა რაოდენობამ მიიღო. 100 გუნდის 600 წევრი ერთმანეთს ყველაზე ინტელექტუალურის ტიტულისათვის ეჯიბრება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი