2015-11-26
თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის საიუბილეო ღონისძიება და სამეცნიერო სესია
26 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის საიუბილეო ღონისძიება და სამეცნიერო სესია გაიხსნება.
ინსტიტუტის საიუბილეო ღონისძებას დაესწრებიან სტუმრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომელთანაც ინსტიტუტს აკავშირებს სამეცნიერო კონტაქტები. საპატიო სტუმრები იქნებიან:
1.პროფ. პიტერ იენი, ექსპერიმენტ ატლასის ხელმძღვანელი 1996-წლიდან 2008 წლის ჩათვლით, რომელიც დღესაც უამრავი სამეცნიერო კომიტეტების წევრია, როგორც ცერნის ასევე მის გარეთ ევროპულ ორგანიზაციებში;
2.პროფ. ვლადიმერ კეკელიძე, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ამჟამად ქ. დუბნის ერთერთი უდიდესი ლაბორატორიის (შედარებისთვის, დაახლოებით 8-10 საქართველოს ფიზიკის ინსტიტუტის ტოლი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორი;
3.პროფ. იოშიკატა კუნო, ოსაკას უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი;
4.პროფ. სატოში მიჰარა, KEK-ი იაპონია, COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელი J-Park-ში;
5.პროფ. ანატოლი კულიკოვი, ქ.დუბნა, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის განყოფილების გამგე,
და სხვები.
ღონისძებას ასევე დაესწრებიან ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან (ქ. ჟენევა, შვეიცარია), გერმანიის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრიდან და სხვა.
თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი შეიქმნა 1980 წლის 9-ივნისს თბილისის სახ. უნივერსიტეტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე.
იხ. ბმული
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი