2016-12-28

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი

28 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი" გაიმართება.  ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

ორდღიანი სიმპოზიუმი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის ორგანიზებით იმართება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ I კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი