2013-09-16
„საჯარო მმართველობის ტრანსფორმაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში: შეფასება და პერსპექტივები“
16 სექტემბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი გამართავს პირველ კონფერენციას თემაზე:
„საჯარო მმართველობის ტრანსფორმაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში: შეფასება და პერსპექტივები“.
კონფერენციის ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს. ღონისძიებაში როგორც მეცნიერ-მუშაკები, ასევე პრაქტიკოსი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები, სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საელჩოებიდან.
კონფერენცია 17 სექტემბერს დაიხურება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, №115 აუდიტორია (პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი)
« იხ. ყველა ანონსი