2017-05-17
შეხვედრა ACCA-ს ევროპის განვითარებადი ქვეყნების განათლების პროგრამის ხელმძღვანელთან!
17 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ACCA-ს ევროპის განვითარებადი ქვეყნების განათლების პროგრამის ხელმძღვანელის ელენა ნაუმენკოსა და BDO აკადამიის მენეჯერის თინათინ იზორიას შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრაზე ელენა ნაუმენკო ისაუბრებს ACCA-ს კვალიფიკაციაზე, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რას მოიცავს, დასაქმების რა საშუალებას იძლევა, როგორ უნდა მოემზადონ სტუდენტები გამოცდებისთვის და სწავლის მხარდაჭერის რა შესაძლებლობები არსებობს. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის სესიას (სამუშაო ენა ინგლისური და რუსული).
BDO აკადემიის წარმომადგენლები სტუდენტებს გაუზიარებენ ინფორმაციას, თუ რა ფასდაკლებებითა და ბენეფიტებით შეძლებენ სტუდენტები სარგებლობას BDO აკადემიაში სწავლისა და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში.
მისამართი:უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ-ს მე-10 კორპუსი (მაღლივი), 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი