2009-11-27
უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მაგისტრატურის სტუდენტებისათვის (განაცხადის შეტანის ვადა იწურება)
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2009 წლის 1 ნოემბერს აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსის პირობები:
1. სტიპენდია გამიზნულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც სპეციალიზდებიან • ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში, • ფართოდ გაგებულ წრფივ (ფუნქციონალურ) ანალიზში, • თეორიულ ფიზიკაში.
2. სტიპენდია ეძლევა განსაკუთრებული ნიჭის და სიბეჯითის მქონე სტუდენტს.
მაღალი აკადემიური მოსწრება აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ არ არის ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი.
3. სასურველია, რომ სტიპენდიანტი იყოს მიზანსწრაფული და თვითმოტივირებული პიროვნება. მოსალოდნელია, რომ ასეთი პიროვნება მომავალში თვითონ გახდება სხვების წინსვლის ხელშემწყობი.
4. აუცილებელია, რომ სტიპენდიანტი იყოს ზოგადად განათლებული პიროვნება, დაინტერესებული ქართული და მსოფლიო ლიტერატურით და ხელოვნებით.
5. სტიპენდია უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა და ქონებრივი მდგომარეობისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოიძებნა სავსებით დამაკმაყოფილებელი კანდიდატურა, სტიპენდია არ გაიცემა და შესაბამისი თანხა გადაიტანება შემდეგ წელს.
დაფინანსება:
2009-2010 სასწავლო წელს შესაძლებელია გაიცეს ერთი, ორი ან სამი სტიპენდია, თვითოეული USD 1000- ის ექვივალენტი ქართული ლარის ოდენობით. სტიპენდია ინიშნება ერთი წლის ვადით. ესტატე ხმალაძის ყოფილ სტიპენდიანტებს უფლება აქვთ ხელახლა წარადგინონ საბუთები ახალი ვადით სტიპენდიის მიღებაზე.
საკონკურსო განაცხადის წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ მაგისტრანტმა 2009 წლის 30 ნოემბრამდე უნდა
წარმოადგინოს:
1. განცხადება
2. პროფესიული ავტობიოგრაფია (CV), სადაც დამატებით აღწერილი იქნება სად და როგორ გამოავლინა მან ნიჭი და სიბეჯითე, როგორია მისი ზოგად ინტერესები და განათლება 3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი 4. პროფესორის სარეკომენდაციო წერილი საბუთები მიიღება ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ჭავჭავაძის 3, თსუ II კორპუსი, ოთახი 226, ტელ: 29 08 36.
სტიპენდიის გაცემის პროცედურა:
1. სტიპენდიას ანიჭებს სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია 2. მიღებული საბუთების საფუძველზე კომისია ადგენს საუკეთესო კანდიდატების მოკლე სიას (1-3 კონკურსანტი). საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირადი გასაუბრების შედეგად. თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, მან შესაძლოა სთხოვოს კონკურსანტ სტუდენტს საკუთარი სამეცნიერო ინტერესები მოკლე მოხსენების სახით წარმოაჩინოს.
სტიპენდიის გაცემის ფორმა:
გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია და დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ.
სტიპენდია გაიცემა ქვემოთ დასახელებული სამი ფორმიდან ნებისმიერი ერთ-ერთი
ფორმით: ერთიანად ბანკნოტებით, საბანკო ჩეკით სტიპენდიანტის სახელზე, ან ჩაირიცხება მის საბანკო ანგარიშზე – სტიპენდიანტის სურვილის მიხედვით მთლიანად ან დროთა განმავლობაში.
« იხ. ყველა ანონსი