2014-12-04

საინფორმაციო შეხვედრა პროექტ ,,Smart-up Georgia”-ს შესახებ

4 დეკემბერს, 14:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონურ-ქართული პროეტის ,,Smart-up Georgia“ შესახებ საინფორმაციო ღონისძიება გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის წარმომადგენლები, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი, პროექტის სპონსორი კომპანიებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

პროექტი ,,Smart-up Georgia ” ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ არის ინიცირებული  და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი  მიზანია ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობს საქართველოში აკრედიტირებული 21 უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულება.

პროექტის განხორციელების პერიოდია 2014 წლის ნოემბერი - 2015 წლის ივნისი, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები გამოცდილი უცხოელი სპეციალისტების მენტორობით დაეუფლებიან ბიზნეს იდეის განვითარებისა და განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს,  მონაწილე გუნდებს შორის ჩატარდება კონკურსი და წარმატებული პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით (საპრიზო ფონდი 10,000 ლარი) და ერთკვირიანი სასწავლო ტურით ესტონეთის რესპუბლიკაში.

 „Smart-up Georgia”-ს  შესახებ  დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://smartupgeorgia.com და Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/smartupgeorgia


მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი